მიზანი
კომპანიის მიზანი არის დაიცვას ყველა იმ პირის მონაცემი, რომელიც სარგებლობს ვებგვერდით. წინამდებარე პოლიტიკა შექმნილია იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერდის საშუალებით. ამასთანავე პოლიტიკა განსაზღვრავს იმ მიზნებს, რომლის მისაღწევად კომპანიამ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემები. კომპანია დაამუშავებს თქვენს მონაცემებს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად და მიიღებს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოდ დასაცავად არის აუცილებელი.
თქვენს მიერ გადმოცემული მონაცემები
კომპანიის სერვერი ავტომატურად იწერს ინფორმაციას ვებგვერდზე თქვენი ვიზიტის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენი IP მისამართით, ბრაუზერის ტიპით, თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობით, თარიღით და სხვ. („მზა ჩანაწერები“). დამატებით, კომპანია აგროვებს თქვენს მონაცემებს, რომელსაც ავსებთ აპლიკაციის გამოგზავნის დროს. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: სახელი და გვარი, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ინფორმაცია ინდუსტრიისა და თვის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე და სხვ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპანია აგროვებს ნებისმიერი მონაცემს/ინფორმაციას რომელიც შესაძლოა თქვენ გადმოგვცეთ ვებგვერდით სარგებლობის დროს, ელ.ფოსტით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.
მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მიზანი
თქვენი მონაცემები კომპანიის მიერ გროვდება და მუშავდება შემდეგი მიზნებით:
ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი განვითარებისთვის;
მზა ჩანაწერები გამოიყენება სტატისტიკის საწარმოებლად და ანალიზისთვის, რათა უკეთესი გამოცდილება გქონდეთ ვებგვერდზე;
თქვენს მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
თქვენთვის საინტერესო მარკეტინგული შემოთავაზების მიზნებისთვის („პირდაპირი მარკეტინგი“);
მომსახურების გასაწევად ან/და სამომავლოდ თანამშრომლობის დაწყების მიზნით;
კომპანიის პროდუქტების და მომსახურების ტიპებზე ინფორმაციის მოწოდების მიზნით;
ამ პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა მიზნებით;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზნით.
მონაცემთა გადაცემა მესამე პირებისთვის
კომპანია იტოვებს უფლებას გადასცეს თქვენი მონაცემები შესაბამის მესამე პირებს როცა ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, თქვენთვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანიას შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით. პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად კომპანია იტოვებს უფლებას, ხსენებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს - მარკეტინგულ პარტნიორებს.
თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, გარდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებისა;
ნებისმიერ დროს მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა;
ისარგებლოთ ნებისმიერი უფლებით, რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით.
მონაცემების შენახვის ვადა
კომპანია ინახავს მონაცემებს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.
არასრულწლოვანი პირები
ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის. თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ ვებგვერდის მომსახურებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.
კონტაქტი